საქართველოში მცხოვრები თურქეთის მოქალაქეების უმრავლესობამ რეფერენდუმში საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა.
თურქეთის რეფერენდუმში საქართველოდან 711-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. აქედან 59.34%-მა საკონსტიტუციო ცვლილებებს წინააღმდეგ მისცა ხმა, 40.66%-მა კი მას მხარი დაუჭირა.
ბათუმში: 49,12% - მომხრე, 50,88% - წინააღმდეგი; თბილისში - 34,86% მომხრე, 65,14% - წინააღმდეგი.
საქართველოში ორი საარჩევნო უბანი იყო გახსნილი - თბილისში, თურქეთის საელჩოში და ბათუმში, თურქეთის გენერალურ საკონსულოში.
გუშინ თურქეთში საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ რეფერენდუმი გაიმართა. ამომრჩევლებმა თურქეთის კონსტიტუციაში 18 ცვლილების შეტანას მისცეს ხმა.