logo_geo
eng_logo
NASA–მ ღამის განათების ინტერაქციული რუკა შექმნა
- +

17 აპრილი. 2017. 15:15



NASA-მ დედამიწის ზედაპირის რუკა შექმნა, სადაც ნაჩვენებია მსოფლიო ღამის საათებში. მასზე დეტალურად აისახება ჩვენი პლანეტის სხვადასხვა ტერიტორიაზე ადამიანების სიმრავლე. ამის შესახებ ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე წერენ.


ასეთი გამოსახულების შემუშავება, საკმაოდ რთული და შრომატევადი პროცესია, რადგან განათება მუდმივად იცვლება. ფოტოგრაფებმა უნდა გაითვალისწინონ მთვარის ფაზები, სეზონურობა (ფოთლიანი ხეები მნიშვნელოვნად ცვლის სურათს), ღრუბლები, ჰაერის დაბინძურების კვალი, თოვლისა და ყინულის საფარი. ყველა ამ ფაქტორს შეუძლია ნამდვილი სურათის დამახინჯება.


ასეთი რუკის შესაქმნელად გამოიყენეს კამერა VIIRS (ხილული ინფრაწითელი გამოსხივების კომპლექსი), რომელიც მეტეოროლოგიურ თანამგზავრ Suomi National Polar-orbiting Partnership-ზე დააყენეს.


NASA-ს სპეციალისტმა მიგელ რომანმა განაცხადა, რომ „VIIRS-ის დამსახურებით, შესაძლებელი გახდა დენის უკმარისობისგან გამოწვეული მოკლევადიანი ცვლილების მონიტორინგი, როგორებიცაა- შეიარაღებული კონფლიქტები, თავსხმა წვიმები და მიწისძვრა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner