პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონთან ახლოს, მცირე ზომის სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავი ჰაერში აფეთქდა და საცხოვრებელ კვარტალში, ერთ-ერთ სუპერმარკეტთან ჩამოვარდა.
თვითმფრინავის სამი მგზავრი და პილოტი დაიღუპა. გარდაცვლილია იმ საცხოვრებელი რაიონის მცხოვრებიც, სადაც თვითმფრინავი ჩამოვარდა.