„20 წელი ვიბრძოლე, რომ იური გაგარინის დაღუპვის ფაქტებზე სიმართლე მეთქვა. ოფიციალურ დასკვნაში წერია, რომ გაგარინის თვითმფრინავმა მკვეთრი მანევრი განახორციელა, „შტოპორში" მოხვდა და მიწაზე დაენარცხა - სისულელეა", - ალექსეი ლეონოვი.
სინამდვილეში კი აი, რა მოხდა: გამანადგურებელი СУ-15 ჟუკოვსკის აეროდრომიდან აფრინდა და არასანქცირებულად შევიდა იმ ზონაში, სადაც სავარჯიშო ფრენებს ახორციელებდნენ კოსმონავტები.
ღრუბლიან ამინდში გამანადგურებელმა დაარღვია რეჟიმი, 450 მეტრის სიმაღლემდე დაეშვა. მკვეთრი მანევრით „შტოპორში" მოახვედრა გაგარინ-სერიოგინის თვითმფრინავი, რომელიც გადატრიალდა და 750 კმ-ით სიჩქარით მოძრავი თვითმფრინავის ეკიპაჟმა ვეღარ მოახერხა საფრენი აპარატის დამორჩილება.
„ჩემს მონათხრობს ადასტურებს იმ პერიოდის კომისიის დასკვნა, რომელსაც ახსნეს გრიფი „საიდუმლო". მინდა, მთელმა ქვეყანამ და გაგარინის ოჯახმა სიმართლე იცოდეს მისი დაღუპვის შესახებ. ამ ფაქტის გახმაურების ნება იმ პირობით მომცეს, რომ მფრინავის გვარს არ დავასახელებდი, რომელიც ახლა 80-ს გადაცილებულია და მძიმედ არის ავად. პირობას ვასრულებ",- დაასრულა ლეონოვმა, მსოფლიოში პირველმა ადამიანმა, ვინც ღია კოსმოსში გავიდა.