გორის რაიონში, მავთულხლართებს მიღმა დარჩენილ სასაფლაოზე, რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს. ფაქტი „პირველს| სუს-ში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, ქართველები ე.წ. ასზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს.
ადგილობრივების ცნობით, 3 ახალგაზრდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე სოფელ არჩევის სასაფლაოზე შესვლას ფარუად ცდილობდა.
3 ქართველის უკანონო დაკავების შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას საქართველოს ხელისუფლებამ უკვე აცნობა, ჩართულია ცხელი ხაზი და დაკავებულთა გასათავისუფლებლად მუშაობა მიმდინარეობს.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიების მიმდებარედ, რუსი ოკუპანტები ყოველწლიურად ათობით ქართველს აკავებენ ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპირება განახორცელა და დღემდე აკონტროლებს ამ ტერიტორიებს.