logo_geo
eng_logo
ცოტნე გამსახურდია: ქართველებო, ასე გააგრძელეთ!
- +

17 აპრილი. 2017. 21:07


 

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„მოდით, ლოგიკურად ვიმსჯელოთ:

 

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისი დაცარიელდა. დედაქალაქი, სჩანს, დატოვეს არამხოლოდ რეგიონებიდან სამუშაოდ ჩამოსულებმა, არამედ, ასე ვთქვათ, „პირველი თაობის" თბილისელებმაც, ვისაც ფუძე-კარი, მშობლების საფლავები რეგიონებში აქვთ და საერთოდაც, სადღესასწაულოდ იქ უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს.

 

დიდი მარჩიელობა არ სჭირდება ფაქტს, რომ ეს ადამიანები თბილისში სამუშაოდ ჩამოდიან, და სულაც არ გრძნობენ თავს აქ მაინცდამაინც კარგად - უბრალოდ „იქ" ეს სამუშაოც არ არის. ვერ ვიტყვით, რომ მათი აბსოლუტური უმრავლესობა რაიმე მაღალკვალიფიციური და ტექნოლოგიურად რთული საქმით არის აქ დაკავებული. ძირითადად ისინი წვრილმანი ვაჭრობის, სამშენებლო სფეროებში და ხელოსნებად არიან დასაქმებულნი. თუ რეგიონში ესეც კი არ არის, არც ქალაქშია სხვა სფერო რამდენადმე განვითარებული.

 

ახლა დედაქალაქზე დავფიქრდეთ: ეს დღეები თბილისი ფაქტობრივად ცარიელია. ასე თუ გაგრძელდება, ჩათვალეთ რომ ვერცერთი მაღაზია, წვრილმანი თუ მსხვილი კომერციული ობიექტი მხოლოდ ქალაქელების მოთხოვნა-მიწოდებით ვერ იმუშავებს, მალევე პარალიზებული იქნება!

 

ესე იგი, თუ ეკონომიკა არ მუშაობს რეგიონებში, ხოლო თბილისი საკუთარი მოსახლეობის წყალობით ვერ ფუნქციონირებს, გამოდის, რომ მთელი საქართველოს მოსახლეობა რეალურად მხოლოდ თბილისის ეკონომიკას ამუშავებს.

 

თბილისში, მოგეხსენებათ, არ არის რამდენადმე მასშტაბური წარმოებები. ქალაქი არსებობს ვაჭრობის, ხელოსნობის, მევახშეობის ხარჯზე, სადაც ფაქტობრივად არაფერი იქმნება. ხსენებული სფეროები „სასწაულებრივად" მუშაობენ, სავარაუდოდ, ემიგრანტების მიერ გამოგზავნილი თანხებით!

 

ქართველებო, ასე გააგრძელეთ!" - წერს გამსახურსია. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner