საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის ვასილ დავითაშვილის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დაჭრაში ბრალდებული თელავის რაიონის სოფელ კისისხევში დააკავეს. უწყების ცნობით, მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებულია „მაკაროვის" ტიპის პისტოლეტი. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 236-ე ( ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) მუხლებით მიმდინარეობს.