logo_geo
eng_logo
ყოფილი პარლამენტარის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
- +

18 აპრილი. 2017. 01:05



საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის ვასილ დავითაშვილის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დაჭრაში ბრალდებული თელავის რაიონის სოფელ კისისხევში დააკავეს. უწყების ცნობით, მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებულია „მაკაროვის" ტიპის პისტოლეტი. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.



ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 236-ე ( ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) მუხლებით მიმდინარეობს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner