logo_geo
eng_logo
25 აპრილს, რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე კონცერტი - „საქართველო... საქართველოს გარეთ“ გაიმართება
- +

18 აპრილი. 2017. 01:19



არასამთავრობო ორგანიზაცია „ვაჩე რაინდელი" 25 აპრილს, რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე მართავს კონცერტს, რომელიც მთლიანად აგებული იქნება პროექტზე „საქართველო... საქართველოს გარეთ".

 

„მოგახსენებთ, რომ იდეა და მიზანი, რომელზეც ვმუშაობთ გახლავთ წიგნი საქართველოზე _ რომლის გამოცემას ვგეგმავთ უახლოეს მომავალში. წიგნი მოიცავს ფოტო მასალას, საქართველოზე, რომელიც ისტორიულად და ლიტერატურულად იქნება გამდიდრებული.

 

სურვილი გვაქვს უკეთესად დავანახოთ დამთვალიერებელსა და მკითხველს საქართველო თავისი წარსულითა და აწმყოთი, წიგნი მოიცავს სრულიად საქართველოს, თავისი ოკუპირებული და დაკარგული ტერიტორიებით, ფოტომასალას საუკეთესო რაკურსით _ კულტურულ-ხუროთმოძღვრული ძეგლები, ეკლესია-მონასტრები, ციხესიმაგრეები, ხიდები, სოფლები, პეიზაჟები და ა. შ, რომელთა ქართულობასაც ასაბუთებს ისტორიული და ლიტერატურული წყაროები, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ შეიქმნას საქართველოზე წიგნი-მემატიანე.

 

სურვილი გვაქვს უკეთესად დავანახოთ დამთვალიერებელსა და მკითხველს საქართველო, წარვადგინოთ და გავავრცელოთ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დაასევე გავუგზავნოთ უცხოეთში მცხოვრებ ემიგრანტებს.

 

ვფიქრობთ ეს წიგნი თითოეული ქართველისათვის სამაგიდო წიგნი იქნება, აგრეთვე ტურისტებისათვის მიმზიდველი და საინტერესო.

ორგანიზაციას დღეს არ გააჩნია წიგნის დაბეჭდვის ფინანსური რესურსები.

ღონისძიების საშუალებით, ასევე ვეხმარებით 17 წლის საბა ქუთელიას და ქალბატონ ნინო მჭედლიშვილის ოჯახს.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საზოგადოებისათვის ცნობილი მომღერლები, პოეტები და საზოგადო მოღვაწეები.

ღონისძიების რეჟისორი _ საშა გველესიანი

ორგანიზატორის ასისტენტი _ ირმა ჯანანაშვილი", - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადაებაში.



მონაწილეთა სია:

 

1. კვარტეტი "ქართული ხმები",

2. ანსამბლი "ლაშარი" (უშიკიშვილი)

3. სუხიშვილები,

4. თამრიკო ჭოხონელიძე,

5. დავით გველესიანი,

6. ნოდიკო ტატიშვილი,

7. ნინი ბადურაშვილი,

8. ანდრეა გველესიანი,

9. დავით არჩვაძე,

10. ჯგუფი - "ფორტე",

11. გოჩა ჭაბუკაიძე,

12. გიორგი შალვაშვილი,

13. ანსამბლი - ივერიანი,

14. ლაშა რამიშვილი,

15. კატო ვერხვიაშვილი

& ზურა ხუციშვილი,

ნინო ჩიკვილაძე,

რევაზ ედგარიძე,


საზოგადოებისათვის ცნობილი პოეტები და საზოგადო მოღვაწეები:

 

1. დავით ტურაშვილი,

2. ტარიელ ხალხელაური,

3. საშა გველესიანი,

4. თემურ ჩალაბაშვილი,

5. როინ აბუსელიძე,

6. გენრი დოლიძე,

7. მებაღე,

8. იოანე ქართველი,

9. დავით შემოქმედელი.



ღონისძიების მსვლელობის დროს სატელეფონო ზარების საშუალებით, დამსწრე საზოგადოებას და მაყურებელს, საშუალება ექნება განახორციელონ ფინანსური ქველმოქმედება, დარეკონ შესაბამის ნომერზე.


ღონისძიებიდან შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება წიგნის გამოცემას.


პროექტის მიზანი გახლავთ ის, რომ მოხდეს წიგნის პოპულარიზაცია და ასევე პოტენციური დამფინანსებლის მოძიება.


თეატრის ფოიეში გამოფენილი იქნება, საქართველოს ოკუპირებული და ისტორიული ტერიტორიების ფოტო მასალა, რომლის შეძენა შეეძლება ნებისმიერ მსურველს.


ბილეთების შეძენა, შეგიძლიათ biletebi.ge -ზე


ლინკი: https://biletebi.ge/startup.aspx?id=22&EventID=317018


ასევე, ჭავჭავაძის 7 ნომერში გალერეა ბიბლუსში და რუსთაველის თეატრის სალაროში.



 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner