logo_geo
eng_logo
გიორგი უძილაური: ასეთი დღესასწაულები რომ არა...
- +

18 აპრილი. 2017. 01:26



ფონდ „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

 

„ასეთი დღესასწაულები რომ არა, ვერ დავინახავდით დანარჩენი დღეების ერთფეროვნებას. ვერ ვნახავდით მათ, ვისაც ყოველდრიურობაში სხვადასხვა სასაცილო მოტივების მომიზეზებით ვერ ვნახულობთ... ვერ ვიპოვიდით დროს წასულების საფლავებზე ასასვლელად, ვერ გავიდოდით ბუნებაში... ვერ გავაკეთებდით ყველაფერ იმას, რაც გვინდა და რისთვისაც სულ უფრო არ გვცალია (თითქოს მეორე შანსიც გვეძლეოდეს) და ვერ შევქმნიდით იმ სიტუაციებს რომლებიც გამორჩეულო იქნებოდა ერთფეროვნებისგან... და რომლებიც ქმნიან კარგ მოგონებებს...

...მოკლედ, მეტი დღესასწაულები საქართველოს! იმიტომ რომ ჩვენ ყველას გვინდა რაც შეძლება მეტი დღის გაფერადება და სასწაულად ქცევა! რეალურად კი, ამ სურვილების ასახდენად საჭიროა არა დღესასწაული და საყოველთაოდ მოდური მიზეზი, არამედ ადამიანური მონდომება", - წერს უძილაური. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner