logo_geo
eng_logo
სტამბოლში, ერდოღანის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები დაიწყო
- +

18 აპრილი. 2017. 01:55



AFP-ის ინფორმაციით, სტამბოლში,თურქეთის პრეზიდენტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები დაიწყო, ქუჩაში ათაობით ადამიანი გამოვიდა. აქციის მონაწილეები რეფერენდუმის შედეგს აპროტესტებენ.


ამ წუთებისთვის 1000 ზე მეტი ადამიანია შეკრებილი სტამბოლის სავაჭრო უბანში, ბეშიკტაშთან, აზიურ მხარეს კი დაახლოებით 2000 ადამიანია. მათ მომიტინგეები კიდევ ერთი რაიონიდან, კადიკეიდან უერთდებიან.


აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „ჩვენ გვერდი გვერდ ვართ ფაშიზმის წინააღმდეგ", "ჩვენ არ გაგხდით შენ პრეზიდენტად","ჩვენ მართლები ვართ, ჩვენ გავიმარჯვებთ". მოსახლეობა აქციის მონაწილეებს ფანჯრებიდან უყურებს და სოლიდარობის ნიშნად, ქვაბებს რკინის კოვზებითა და სამზარეულოს სხვა ნივთებით ურტყამენ.


პოლიციას, ჯერჯერობით, რაიმე ძალის გამოყენება არ დაუწყია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner