logo_geo
eng_logo
მალხაზ თოფურია: ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც...
- +

18 აპრილი. 2017. 01:56


 

ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლების ვეტერანი, შავნაბადას ბატალიონის პირველი ასეულის ყოფილი მეთაური მალხაზ თოფურია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ოპერაცია გავიკეთე, ყბა სახის, საკმაოდ მძიმე, გადაუდებელი გარედანაც და შიგნიდანაც გამკვეთეს (მოსაკითხად და როგორა ხარ მაგისთვის არ ვწერ, ეხლაც სავადმყოფოში ვარ და მალე გამოვეწერები)...

 

ყველა ხარჯი რომელიც საკმაოდ სოლიდურია საყოველთაო დაზღვევისგან ანაზღაურდა(სხვა დაზღვევა არც მაქ) ეს პირველი შემთხვევაა მე ან ჩემი ოჯახის წევრებს შორის, როდესაც ამ სახელმწიფო სიკეთით ვისარგებლეთ.... პირდაპირ ვამბობ! საკმაოდ უხერხულად ვგრძნობ თავს ესე მგონია ვინმე ჩემზე გაჭირვებულის ჯიბეში ჩავყავი ხელი და იმის წილი მივიტაცე, ვერასდროს გავიგებ 100 ათას ევროდ სიცოცხლეს მობრუნებული ჰეპატიტიანების უკმაყოფილო წუწუნს (შედარებისთვის მე 3 ათასი ლარი დავჯექი) დაახლოებით იმ სამარცხვინო ქართული სიმღერის ტექსტით „დიდო ღმერთო თუ გამაჩინე შენვე მარჩინე..." არც მიცნობდა და არც ჩემი ვინაობა იცოდა (თუმცა რომ ცოდნოდა ვინა ვარ რო?) ექიმი მერაბ დეკანოსიძე არ დაიზარა ღამის 2 საათზე ამ „პრაზნიკებზე" და 10 ოპერაციის მერე ჩემთვისაც მოიცალა, თუმც თამამად შეეძლო ეთქვა დააწვინეთ და ხვალე გავაკეთებო... მოხუცი კახელი გლეხი მიწევს პალატაში... ჩემსავით საყოველთაოდ გადარჩენილი... იმის მაგივრადაც მადლობას ვიხდი. არაა აქვს facebook-ი და შენ დაწერეო", - წერს თოფურია. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner