logo_geo
eng_logo
საქართველო გერმანიასთან საპოლიციო თანამშრომლობის გაძლიერებას გეგმავს
- +

1 აპრილი. 2016. 17:26



ბრძოლა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის რაინლანდ-პფალცში ვიზიტის მთავარ თემას წარმოადგენდა.



მან  შეხვედრები გამართა ფედერალური მიწის კრიმინალურ პოლიციასთან მაინცში და პოლიციის აკადემიაში ჰანის აეროპორტთან. 



საღამოს რაინფელზის ციხესემაგრეზე სანკტ გოარში მღებრიშვილმა და რაინლანდ-პფალცის შინაგან საქმეთა მინისტრმა როჯერ ლევენტცმა ხელი მოაწერეს დანაშაულთან ბრძოლის წინააღმდეგ შეთანხმებას.



შეთანხმების მიზანი პოლიციებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა და დანაშაულებრივი ჯგუფების წინააღმდეგ მკაცრი ზომების გატარებაა", - განაცხადა მინისტრმა. 



სტატისტიკის მიხედვით, ბოლო წლებში ქართული ორგანიზებული ჯგუფების მიერ მაღაზიებისა და საცხოვრებელი ბინების ქურდობის ფაქტებმა მნიშვნელოვნად იმატა. 2012 წელს 191 დელიქტი იყო რეგისტრირებული, გასულ წელს კი - 1461. შარშან სისხლის სამართლის საქმე 593 ეჭვმიტანილის წინააღმდეგ აღიძრა, რაც 57-პროცენტიან ზრდას ნიშნავს. უმრავლეს შემთხვევაში დანაშაული ჩადენილია მამაკაცების მიერ, რომელსაც ხშირად განმეორებითი ხასიათი აქვს.



შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, კრიმინალური სიტუაციის განვითარების ამგვარი დინამიკა რაინლად-პფალცისგან სხვა ფედერალურ მიწებზეც არ განსხვავდება. 



მაინცისა და თბილისის მთავრობებს ამ კუთხით ურთიერთთანამშრომლობის დიდი ხნის ტრადიცია გააჩნიათ.


http://www.welt.de/regionales/rheinland-pfalz-saarland/article153839557/Georgien-will-Zusammenarbeit-mit-Polizei-staerken.html


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner