ბრძოლა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის რაინლანდ-პფალცში ვიზიტის მთავარ თემას წარმოადგენდა.
მან შეხვედრები გამართა ფედერალური მიწის კრიმინალურ პოლიციასთან მაინცში და პოლიციის აკადემიაში ჰანის აეროპორტთან.
საღამოს რაინფელზის ციხესემაგრეზე სანკტ გოარში მღებრიშვილმა და რაინლანდ-პფალცის შინაგან საქმეთა მინისტრმა როჯერ ლევენტცმა ხელი მოაწერეს დანაშაულთან ბრძოლის წინააღმდეგ შეთანხმებას.
„შეთანხმების მიზანი პოლიციებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა და დანაშაულებრივი ჯგუფების წინააღმდეგ მკაცრი ზომების გატარებაა", - განაცხადა მინისტრმა.
სტატისტიკის მიხედვით, ბოლო წლებში ქართული ორგანიზებული ჯგუფების მიერ მაღაზიებისა და საცხოვრებელი ბინების ქურდობის ფაქტებმა მნიშვნელოვნად იმატა. 2012 წელს 191 დელიქტი იყო რეგისტრირებული, გასულ წელს კი - 1461. შარშან სისხლის სამართლის საქმე 593 ეჭვმიტანილის წინააღმდეგ აღიძრა, რაც 57-პროცენტიან ზრდას ნიშნავს. უმრავლეს შემთხვევაში დანაშაული ჩადენილია მამაკაცების მიერ, რომელსაც ხშირად განმეორებითი ხასიათი აქვს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, კრიმინალური სიტუაციის განვითარების ამგვარი დინამიკა რაინლად-პფალცისგან სხვა ფედერალურ მიწებზეც არ განსხვავდება.
მაინცისა და თბილისის მთავრობებს ამ კუთხით ურთიერთთანამშრომლობის დიდი ხნის ტრადიცია გააჩნიათ.