logo_geo
eng_logo
თურქეთში საგანგებო მდგომარეობა 3 თვით გახანგრძლივდა
- +

18 აპრილი. 2017. 10:11



თურქეთში, რეფერენდუმის შედეგების საპროტესტოდ გამართული მასშტაბური დემონსტრაციის პარალელურად, თურქეთის ვიცე-პრემიერმა ნუმან ქურთუმლუშმა საგანგებო მდგომარეობა 3 თვით  გაახანგრძლივა.


საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით, ქვეყნის მასშტაბით კვლავ შენარჩუნებული იქნება უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები.


თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების საპროტესტოდ სტამბოლში ასობით ადამიანმა დემონსტრაცია გამართა.


მსვლელობა ქალაქის სხვადასხვა რაიონში მოეწყო. ოპოზიციონერი ლიდერები საკონსტიტუციო მმართველობის შეცვლით სიტუაციის არევას და ქვეყნის უკუსვლას პროგნოზირებენ.


ოპოზიცია დემონსტრანტებთან ერთად აქციების გაგრძელებას აანონსებს.


თურქეთში საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ რეფერენდუმი 16 აპრილს გაიმართა. ამომრჩევლებმა თურქეთის კონსტიტუციაში 18 ცვლილების შეტანას მისცა ხმა. ცვლილებები მმართველმა - „სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ" მოამზადა.


ცვლილებები მოიცავს: ქვეყნის საპარლამენტო სისტემიდან საპრეზიდენტოზე გადასვლას, პრემიერ-მინისტრის თანამდებობის გაუქმებას, საპარლამენტო მანდატების რაოდენობის 550-დან 600-მდე გაზრდას და თურქეთის უზენაესი სასამართლოსა და პროკურორების კოლეგიის რეფორმირებას.


რეფერენდუმის წინასწარი შედეგებით, ამომრჩეველთა 50 %-ზე მეტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner