აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თურქ კოლეგას რეჯეფ ტაიპ ერდოღანს თურქეთში 16 აპრილს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები მიულოცა. პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გუშინ შედგა.
თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ერდოღანს რეფერენდუმში გამარჯვება მიულოცა და მასთან აშშ-ის მიერ სირიის რეჟიმზე განხორციელებული საჰაერო დარტყმები განიხილა.
ტრამპმა „მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ერდოღანს სირიაში ავიაბაზაზე მიტანილი საჰაერო დარტყმების მხარდაჭერისთვის".
„ორი ქვეყნის ლიდერი შეთანხმდა ასადის პასუხისმგებლობაში მიცემის მნიშვნელობაზე. პრეზიდენტებმა ასევე განიხილეს „ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ სამხედრო კამპანია და ყველა იმ დაჯგუფებების წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობა, რომლებიც ტერორიზმს იყენებენ თავიანთი მიზნების მისაღწევად", - ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.