logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანს თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები მიულოცა
- +

18 აპრილი. 2017. 10:56



აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თურქ კოლეგას რეჯეფ აი ერდოღანს თურქეთში 16 აპრილს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები მიულოცა. პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გუშინ შედგა.


თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ერდოღანს რეფერენდუმში გამარჯვება მიულოცა და მასთან აშშ-ის მიერ სირიის რეჟიმზე განხორციელებული საჰაერო დარტყმები განიხილა.


ტრამპმა „მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ერდოღანს სირიაში ავიაბაზაზე მიტანილი საჰაერო დარტყმების მხარდაჭერისთვის".


ორი ქვეყნის ლიდერი შეთანხმდა ასადის პასუხისმგებლობაში მიცემის მნიშვნელობაზე. პრეზიდენტებმა ასევე განიხილესისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ სამხედრო კამპანია და ყველა იმ დაჯგუფებების წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობა, რომლებიც ტერორიზმს იყენებენ თავიანთი მიზნების მისაღწევად", - ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner