logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი: არ ვაპირებ ჩემი გეგმების დაანონსებას
- +

18 აპრილი. 2017. 11:04


 

აშშ-ის პრეზიდენტის ონალდ ტრამპის განცხადებით, არ აპირებს ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით თავისი გეგმების დაანონსებას, თუმცა იმედოვნებს, რომ სიტუაცია მშვიდობიანად დასრულდება.


კითხვაზე, განახორციელებს თუ არა აშშ დარტყმას ჩრდილოეთ კორეაზე, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ წინასწარ არ აკეთებს განცხადებებს თავის შემდგომ ნაბიჯებზე.


არ ვაპირებ იმის გამოცხადებას, თუ რას ვაკეთებ, რას ვფიქრობ. მე არ ვიქცევი ისე, როგორც წინა ადმინისტრაციები, რომლებიც წინასწარ აცხადებდნენ, თუ რას მოიმოქმედებდნენ. ეს ასე არ ხდება.

ვნახოთ, რა მოხდება. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება და მშვიდობა იქნება. იცოდეთ, მე წინასწარ არ ვაკეთებ განცხადებებს ჩემს შემდგომ ნაბიჯებზე", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner