გაერო-ში ჩრდილოეთ კორეის წარმოამდგენლის კიმ ინ რიონგის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეა შეერთებულ შტატებთან ომისთვის მზად არის.
მისი თქმით, იერიში სირიის სამხედრო ბაზაზე ფხენიანის მისამართით გაგზავნილი შეტყობინება იყო.
„აღნიშნულმა შექმნა ისეთი სახიფათო ვითარება, როდესაც ნებისმიერ წუთს შეიძლება გაჩაღდეს თერმობირთვული ომი კორეის ნახევარკუნძულთან, რაც საფთხეს უქმნის მსოფლიოში მშვიდობასა და სტაბილურობას. შეერთებული შტატები არღვევს გლობალურ მშვიდობას და სტაბილურობას, დაჟინებით მიჰყვება განგსტერულ ლოგიკას, თითქოს მისი შეჭრა სუვერენულ სახელმწიფოში არის გადამწვეტი, სამართლიანი და თანაზომიერი, ემსახურება საერთაშორისო წესრიგის დაცვას. აშშ ამავე ლოგიკის გამოყენებას ცდილობს კორეის ნახევარკუნძულთან მიმართებით", - განაცხადა კიმ ინ რიონგმა.
დიპლომატის თქმით, მისი ქვეყანა მზადაა, შეერთებული შტატების მხრიდან ნებისმიერი ტიპის ომს უპასუხოს, იქნება ეს სარაკეტო თუ ბირთვული იერიში.