logo_geo
eng_logo
ილია კევლიშვილი: ყველას გთხოვთ, ვისაც არ გაქვთ ნანახი, ნახეთ!
- +

18 აპრილი. 2017. 12:34




ჟურნალისტთა საერთაშორისო კავშირის წევრი, ღირსების ორდენის კავალერი ილია კევლიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ყურადღებას ვითხოვ!

 

აღდგომის მეორე დღეს, 17 აპრილს, „პირველ არხზე" დილის 11 საათსა და 5 წუთზე, გავიდა ომარ გვასალიას დოკუმენტური ფილმი „რამდენიმე სურათი ილია ჭავჭავაძის ცხოვრებიდან". ფილმის დამთავრების ბოლო ტიტრი ასეთი იყო „სსრკ სახტელერადიო-ქართული ტელეფილმი" ყველას გთხოვთ. ვისაც არ გაქვთ ნანახი, გადაახვიეთ და ნახეთ! „საზოგადოებრივი მაუწყებლის" ხელმძღვანელობას მადლობას ვეუბნები ათეულობით წლების შემდეგ, ამ ფილმმა რომ კვლავ იხილა ეკრანი და ვთხოვ, განმეორებით აჩვენოს... აშკარაა, ახალი სტაფის შემდეგ „საზმაუ" ეროვნულ ელფერს იბრუნებს. ამ ფილმმა კიდევ ერთხელ ჩამაფიქრა და დამარწმუნა, რომ საჭიროა ეროვნული გამოღვიძების მესამე ფაზა, რადგან ყველაფერი ის, რაზეც საქართველოს „უგვირგვინო მეფე" ბრძანებს, დღესაც ისევე სტკივა ერს, როგორც მაშინ და ვისაც ქვეყანაში გონი მოეკითხება, ამაზე უნდა იფიქრონ. ეროვნული მოძრაობის იმ გაყიდულ ხალხს, როგორებიც არიან თამარ ჩხეიძე, ირინა სარიშვილი, დოდონა კიზირია, წიკლაური და ძმანი მისნი, ვინც სააკაშვილი ხატად გაიხადეს, ამ მოძრაობაში ადგილი არ უნდა ჰქონდეთ, მე ვისურვებდი, უნივერსიტეტელმა ლევან ლორთქიფანიძემ და მისმა მეგობრებმა იფიქრონ ამაზე..." - წერს კევლიშვილი.

 

 

 




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner