logo_geo
eng_logo
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის სურვილი 68 კანდიდატმა გამოთქვა
- +

18 აპრილი. 2017. 13:23



ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის სურვილი 68 კანდიდატმა გამოთქვა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მოსამართლეობის მსურველთა სიას ავრცელებს. მათგან ხუთ კანდიდატურას სპეციალური სამთავრობო კომისია შეარჩევს.


უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატთა ხუთპირიან სიას სამდივნო გააცნობს კომისიის წევრებს, ხოლო კომისიის თავმჯდომარე კომისიის სახელით წარუდგენს საქართველოს მთავრობას.


კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მაღალი სამოსამართლო თანამდებობის დასაკავებლად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ან უნდა იყოს კომპეტენტური და აღიარებული სამართალმცოდნე; ჰქონდეს პროფესიით მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება და მაღალი მორალური და პროფესიული რეპუტაცია", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.


სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან წარსაგზავნი მოსამართლის 2016 წლის კონკურსში 47 კანდიდატი მონაწილეობდა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner