logo_geo
eng_logo
თბილისში, შესაძლოა, „ჩქარი ავტობუსები“ გამოჩნდეს
- +

18 აპრილი. 2017. 15:12



თბილისში, შესაძლოა, „ჩქარი ავტობუსები" გამოჩნდეს და მათთვის სპეციალური ზოლი გამოიყოს, - ამის შესახებ Allnews.ge-ს თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა მერაბ ბოლქვაძემ განუცხადა.


მერაბ ბოლქვაძის თქმით, ავტობუსის მძღოლებს შუქნიშანზე გაჩერების ვალდებულება აღარ ექნებათ.


ჩქარი ავტობუსებისთვის გამოყოფილი ზოლები ისე მოეწყობა, რომ მასში ინდივიდუალურმა სატრანსპორტო საშუალებებმა შეჭრა ვერ შეძლონ.

ყველა ვალდებული იქნება, მათ გზა დაუთმო. ჩქარ ავტობუსებად შეიძლება დიდი ავტობუსები გამოცხადდეს, რადგან მათ უფრო მეტი მგზავრის გადაყვანა შეუძლიათ. მოგვიანებით, როცა ქალაქს ფინანსები ექნება, ეს ზოლები შეიძლება ტრამვაისთვისაც გამოდგეს", - აცხადებს ბოლქვაძე.


ე.წ. ჩქარი ავტობუსებისთვის ჯერჯერობით სამი მარშრუტია დადგენილი:


1. დიდი დიღომი - მარშალ გელოვანის გამზირი - საბურთალო-ვაკე- თავისუფლების მოედანი - ორთაჭალის ავტობაზრობა;


2. გლდანი - წერეთლის გამზირი - აღმაშენებლის გამზირი - რიყის ტერიტორია;


3. ავჭალის გზატკეცილი - რკინიგზის სადგური - ავლაბარი - აეროპორტის გზატკეცილი.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner