„საკადრო გადაადგილებები მიმდინარეობს, თუმცა ამასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას ორშაბათს გავავრცელებთ", - მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ამ დროისთვის არცერთი პროკურორი თანამდებობიდან არ გათავისუფლებულა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორი გიზო უბილავა და ფოთის რაიონული პროკურორი ალექსანდრე გოგუაძე თანამდებობიდან გათავისუფლდნენ.