პეტერბურგის მეტროპოლიტენში მოწყობილი ტერაქტის ორგანიზატორობაში ეჭვმიტანილის აბრორ აზიმოვის ადვოკატის არმენ ზადოიანის განცხადებით, აზიმოვმა დანაშაული აღიარა.
აზიმოვისთვის აღკვეთის ღონისძიების შესახებ სასამართლო დღეს იმსჯელებს. მას ბრალი ორი მუხლით - ტერაქტის ორგანიზებისა და ასაფეთქებელი ნივთიერების არაკანონიერი გზით შეძენა შენახვა გამოყენებაში ედება ბრალი.
რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა სანკტ-პეტერბურგის ტერაქტის ერთ-ერთი ორგანიზატორი 17 აპრილს დააკავა.