logo_geo
eng_logo
ვაჟა ბერიძე: არჩევნებზე გამოჩნდება, რომელ პოლიტიკური ძალას რა მხარდაჭერა აქვს...
- +

ავტორი ნინო ჯიბუტი

1 აპრილი. 2016. 18:06


 

პოლიტოლოგმა ვაჟა ბერიძემ „რეპორტიორში" გამართულ  ბრიფინგზე კოალიცია „ქართული ოცნების" წევრი პარტიების საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობა მისაღებად და ცივილიზებულ გადაწყვეტილებად შეაფასა.


„ვფიქრობ, რესპუბლიკური პარტიის გადაწყვეტილება სწორი იყო.  ამ ნაბიჯით „რესპუბლიკელებმა" დაუტოვეს შანსი „ქართულ ოცნებასაც"  და თვითონაც, რომ გარკვეული პერსპექტივის მქონე  პოლიტიკურ ძალად წარმოჩინდენ. თუმცა, ისიც იციან, რომ დიდი ძალისხმევა დასჭირდებათ, რათა საარჩევნო ბარიერი გადალახონ და ისევ აღმოჩნდნენ პარლამენტში.  მაგრამ ისინი მოიქცნენ ისე, როგორც ცივილიზებულ ქვეყნებში, დასავლეთში იქცევიან. ეს პროცესი ძალიან კარგია, რადგან საპარლამენტო არჩევნებზე კარგად გამოჩნდება, რომელ  პოლიტიკური ძალას რა მხარდაჭერა აქვს. არჩევნები სამართლიანად და ობიექტურად უნდა ჩატარდეს, რომ ეს ყველაფერი ნათლად დავინახოთ.  საზოგადოებას თავისუფალი არჩევანის გამოხატვის საშუალება უნდა მიეცეს. ყველა  სხვა შემთხვევაში,  ჩვენ  გარკვეული ბურუსით მოცულ პოლიტიკურ გარემოში ვიქნებით, სადაც ძალიან რთული იქნება დადგენა, როგორია ხალხის განწყობა.  და იმ რაღაც აპოკალიფსური სიტუაციის ტყვეობაში ვიქნებით, რომელსაც ცალკეული მედიასაშუალებები გვახვევენ თავს, რომ თურმე რა კარგი ცხოვრება იყო ადრე და რა ცუდია დღეს",- განაცხადა  ბერიძემ.  


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner