logo_geo
eng_logo
თბილისში კიდევ ერთი საწარმო გაიხსნება
- +

18 აპრილი. 2017. 20:46



პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში უკვე 244 საწარმოა მხარდაჭერილი, რომელთა რიცხვს თბილისში (დიდი დიღომი, დემეტრე თავდადებულის 29ბ) კიდევ ერთი ბენეფიციარი კომპანია, შპს „ეკო რესურს ნატტექი" შეემატება.


აღსანიშნავია, რომ შპს „ეკო რესურს ნატტექი" , როგორც ადგილობრივი ბაზრის ათვისებას, ასევე, პროდუქციის აზერბაიჯანსა და სომხეთში ექსპორტზე გატანასაც აპირებს. ამოქმედების პირველ ეტაპზე კომპანია დამატებით 10 ადამიანის დასაქმებას შეძლებს.


შპს „ეკო რესურს ნატტექი" პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას სსიპ „აწარმოე საქართველოში" განახორციელებს.


კომპანია საკვები საღებავებისა და ფუნქციონალური დანამატების იმპორტს, ასევე დისტრიბუციას ახორციელებს, თუმცა პროგრამის მხარდაჭერით კომპანია იმპორტირებული პროდუქტის ადგილობრივი ნაწარმით ჩანაცვლებას გეგმავს, რაც 20-25%-ით შეამცირებს პროდუქციის თვითღირებულებას.


პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში უკვე მხარდაჭერილია 245 პროექტი, რომელთა საერთო ინვესტიციის მოცულობა 565 000 000 ლარზე მეტია. კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა ჯამში შეადგენს 296.92 მლნ. ლარს, ხოლო ჯამურად დასაქმდება 10 974 ადამიანი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner