logo_geo
eng_logo
ადა მარშანია: რუსეთი არის პროვოკატორი და ჩვენ გვყავდა პროვოკატორი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი!
- +

18 აპრილი. 2017. 21:51


 

„აბაშიძე-კარასინის ფორმატი არ არის საკმარისი", - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი წევრმა ადა მარშანიამ ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში განაცხადა. მარშანია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ვიზიტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოკუპანტებთან მუშაობაა საჭირო.


„მუშაობაა საჭირო ყველასთან, იგივე ოკუპანთან უნდაა ვიმუშავოთ, მოწონს ეს ვინმეს თუ არა. თუ გვინდა დავბრუნდეთ ჩვენს სახლებში, უნდა ვიმუშავოთ ამერიკასთან და უნდა ვუთხრათ მათ, რომ ჩვენ უნდა გავამთლიანოთ საქართველო.

 

ლავროვის ჩასვლა აფხაზეთში არის დადასტურება იმისა, რომ წლების განმავლობაში ჩვენი სახელმწიფო არასწორ პოლიტიკას ატარებს ოკუპირებული ტერიტორიების დამპყრობლებთან", - განაცხადა ადა მარშანიამ და დასძინა, რომ არასწორი პოლიტიკა მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს დაიწყო.


„რუსეთი არის პროვოკატორი ქვეყანა და ჩვენ გვყავდა პროვოკატორი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი", - განაცხადა ადა მარშანიამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner