„სამგორში ბავშვებისათვის კიდევ ერთი წინასაარჩევნო დაპირება შესრულებულია!" - ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში სოციალურ ქსელში წერს.
„სამგორის გამგეობის ხელშეწყობით მე-3 მასივში დასრულდა არაჩვეულებრივი სპორტული მოედანი - ხომლელის ქუჩაზე, „ჟ" კორპუსის ეზოში.
ჩვენის მხრივ ყოველ კვირას გაგაცნობთ სიახლეებს სამგორში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ" ,- წერს ჯაში.