logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძე: თამბაქო ოთხ ყველაზე მძიმე დაავადებას იწვევს...
- +

18 აპრილი. 2017. 22:07



დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეული დაავადებების სამკურნალოდ მოსახლეობას ოთხჯერ მეტი სახსრების გაღება უწევს, ვიდრე თამბაქოს ინდუსტრიიდან ბიუჯეტში შესული თანხაა.


„ნებისმიერი ოპონენტი, ვინც ისაუბრებს, რომ ჯერ ეკონომიკა და მერე ჯანმრთელობა, ვეტყვი, რომ არა - დიდი ხანია უკვე, ბევრ მტკიცებულებაზეა დაფუძნებული, რომ ინვესტირება ჯანმრთელობაში არის ყველაზე უკეთესი ეკონომიკური განვითარების მამოძრავებელი ძალა. ეს არ არის ახალი ველოსიპედი, ეს გახლავთ ცხადზე ცხადი, რომ რაც მეტი ჯანმრთელი ადამიანია ქვეყანაში, მით მეტად განვითარდება ქვეყანაც და ეკონომიკაც", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.


მისი თქმით, თამბაქო ოთხ ყველაზე მძიმე დაავადებას - გულსისხლძარღვთა პრობლემებს, ფილტვის კიბოს, ასთმას და დიაბეტს იწვევს. ამირან გამყრელიძის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის სიკვდილიანობის 94 % სწორედ ამ დაავადებებზე მოდის, რაც საგანგაშოა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner