logo_geo
eng_logo
ეკა ბესელია: ბუნებით ძალიან მიმტევებელი ვარ, ასე რომ, წყენა უკვე დამავიწყდა
- +

1 აპრილი. 2016. 18:20



პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ეკა ბესელიამ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, მას „რესპუბლიკელ" ნოდარ ებანოიძესთან კამათი უკვე დაავიწყდა.



მე მგონია, რომ ეს იყო გაურკვევლობა. არ მესმოდა, ბატონი ნოდარი რას ამბობდა. მაგრამ როცა უკვე გავიგე, მე ჩავთვალე, რომ არ იყო ეს მისაღები შენიშვნა და ამავე დროს ჩანდა, რომ ცოტა ზედმეტად გაცხარებული და ჩემთვის არაბუნებრივად გაბრაზებული ჟესტიკულაციით საუბრობდა, რამაც გამოიწვია ჩემი მხრიდან ცოტა სუსხიანი რეაქცია. ცოტა ხნის წინ მოვიდა, ამიხსნა. მე ბუნებით ძალიან მიმტევებელი ვარ. ასე რომ, წყენა უკვე დამავიწყდა.

 

 

მომეჩვენა, რომ ეს შენიშვნები პოლიტიკურ კონტექსტში იყო, რადგან ვერ ავხსენი. დასმული იყო კითხვა და მესამედაც რომ დაისვა, ვერ გავიგე, რატომ იყო საწინააღმდეგო პოზიცია. ჩემი ლოგიკით ვერ ავხსენი. უეცრად იმპულსურად გავიფიქრე, რომ ეს იყო პოლიტიკური მოცემულობიდან გამომდინარე ემოცია. ამიტომ იყო ჩემი ძალიან გულწრფელად და ღიად ნათქვამი ფრაზა. ახლა ყველაფერი გაირკვა. მოვიდა უკვე, ბოდიში მოიხადა. მე ვფიქრობ, ეს თემა ამოწურულია", - განაცხადა ეკა ბესელიამ.


 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner