logo_geo
eng_logo
ზურაბ აბაშიძე: საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი დათმო 2012 წლამდე - მოხდა სრული კატასტროფა!
- +

18 აპრილი. 2017. 23:07



რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს საქართველოს სუვერენიტეტის უხეშ ხელყოფად აფასებს, - ამის შესახებ აბაშიძემ „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" ისაუბრა.


„ეს ყველაფერი არის შედეგი 2008 წლის აგრესიისა, რასაც მოჰყვა რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარება დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. სამწუხაროდ და საუბედუროდ, საქართველოს იმდროინდელმა ხელისუფლებამაც შეუწყო ხელი ამ შედეგის დადგომას - გვახსოვს, რა პოლიტიკაც ტარდებოდა მაშინ.

როდესაც დღეს საუბარია რაღაც დათმობაზე, მე ნახევრად ხუმრობით ვამბობ, რომ რისი დათმობაც შეიძლებოდა, საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი დათმო 2012 წლამდე. იმ წლებში რუსეთმა გადაიფორმა ჩვენი ტერიტორიების 20%, მათ შორის ის ტერიტორიები, რომლებსაც ჩვენ თითქმის სრულად ვაკონტროლებდით. იმ პერიოდში გადაიფორმა რუსეთმა ჩვენი სტრატეგიული ობიექტების დიდი ნაწილი, მათ შორის, ენერგეტიკული ობიექტები. იმ წლებში დაუბრუნდა საქართველოს უკან დიდი ვაი-ვაგლახით და წვალებით საქართველოდან გაყვანილი სამხედრო ბაზები. მაშინ მოხდა, რომ ლტოლვილთა ახალი ნაკადი შეემატა ისედაც უამრავ იძულებით გადაადგილებულ პირს. მაშინ გამორეკეს იმ რეგიონებიდან საერთაშორისო მისიები - გაერო და ეუთო. რომელი ერთი ჩამოვთვალო - მოხდა სრული კატასტროფა", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner