დინამოს ვეტერანი მცველი - რევაზ ძოძუაშვილი 15 აპრილს 72 წლის გახდა. დინამოს რიგებში 1968 წლიდან 1976 წლამდე ასპარეზობდა და ჩატარებულ 299 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა. არის სსრკ- ს ჩემპიონატის ოთხგზის პრიზიორი 1969, 1971, 1972 და 1976 (გ.) წლებში. 33 საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში დასახელდა შვიდჯერ. სსრკ- ს ნაკრებში 49 შეხვედრა ჩაატარა.