logo_geo
eng_logo
ეგვიპტეში წმინდა ეკატერინეს მონასტერზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო
- +

19 აპრილი. 2017. 11:06



„BBC"-ის ცნობით, ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ" ეგვიპტეში, სინაის ნახევარკუნძულზე წმინდა ეკატერინეს მონასტერთან მდებარე პოლიციის საკონტროლო პუნქტზე განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო.


უცნობმა პირებმა წმინდა ეკატერინეს მონასტერთან მდებარე პოლიციის საკონტროლო პუნქტს ცეცხლი გაუხსნეს. შეიარაღებულ პირებსა და პოლიციელებს შორის სროლას ჰქონდა ადგილი.


ინციდენტის შედეგად ერთი პოლიციელი დაიღუპა, სამი კი დაშავდა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner