logo_geo
eng_logo
აშშ-ის ავიამზიდების ჯგუფი კორეის ნახევარკუნძულისაკენ დაიძრა
- +

19 აპრილი. 2017. 11:11


აშშ-ის ფლოტილია კორეის ნახევარკუნძულისკენ უკვე დაიძრა. მანამდე ავიამზიდების ჯგუფი „Carl Vinson"-ის მეთაურობით, ერთი კვირის განმავლობაში ავსტრალიასთან ერთობლივ წვრთნებში იღებდა მონაწილეობას.


ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტული და ბირთული კონფლიქტის გამწვავებასთან დაკავშირებით, 10 აპრილს, პენტაგონმა განაცხადა, რომ ავიამზიდ „Carl Vinson"-ს ბრძანება მიეცა კორეაში გასამგზავრებლად. მომდევნო დღეს თეთრი სახლის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ფლოტილიას ერთ კვირაზე მეტი დასჭირდებოდა, რომ ადგილზე მისულიყო.


ჩრდილოეთ კორეამ 2016 წლის დასაწყისიდან დღემდე 20 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა და 2 ბირთვული ცდა ჩაატარა, რაც გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას არღვევს.


ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქ ფხენიანში 15 აპრილს კი სამხედრო აღლუმი გაიმართა. აღლუმზე ჩრდილოეთ კორეამ პირველად აჩვენა წყალქვეშა ბალისტიკური რაკეტები. სამხედრო აღლუმი ჩრდილოეთ კორეის ირგვლივ საერთაშორისო დაძაბულობის გაძლიერების ფონზე მიმდინარეობდა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner