logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: რუსეთის დელეგაციას საქართველოში პრობლემა არ შეექმნება!
- +

1 აპრილი. 2016. 18:20

 

 

ფრაქცია „ართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის გიორგი ვოლსკის განცხადებით, რუსეთის დელეგაციას, რომელიც საქართველოში 1-5 ივლისს დაგეგმილ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე დასასწრებად ჩამოვა, პრობლემა არ შეექმნება. ვოლსკის განცხადებით, შესაბამისი თხოვნით საქართველოს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელობამ მიმართა.


ეუთო- საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი დავით უსუფაშვილია. მასთან შეხვედრაზე საგანგებოდ იყო ჩამოსული ეუთო- საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მიერ წარმოგზავნილი დელეგაცია. საუბარი და შეხვედრა გვქონდა, ასევე ეუთო- საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანთან. როგორც ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლები, ისე სხვა პარტიული ჯგუფების წარმომადგენლები მოგვმართავენ თხოვნით, რომ 1-5 ივლისს თბილისში დაგეგმილ მნიშვნელოვან სხდომაზე არ შეიქმნას პრობლემები, მათ შორის რუსეთის დელეგაციის მიღებასთან დაკავშირებით, თუკი ამ დელეგაციაში რომელიმე წევრი ადრე ნამყოფია ოკუპირებულ ტერიტორიაზე და შესაბამისად, დარღვეული აქვს საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ", - განაცხადა ვოლსკიმ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილის ნიკოლაი კოვალიოვის განცხადების კომენტირებისას. 

კოვალიოვის თქმით, ქართული მხარისგან სიტყვიერი გარანტია მიიღო, რომ ეუთო- ასამბლეას რუსეთის დელეგაცია სრული შემადგენლობით დაესწრება".

ჩვენ ეს პირობა, რომ რუსულ დელეგაციას პრობლემა არ შეექმნება, მივეცით არა კოვალიოვს, არამედ ეუთო- საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისა და გენერალური მდივნის დელეგაციებს, პირადად გენერალურ მდივანს და პირადად ეუთო- საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარეს. ერთიც და მეორე ევროპის სახალხო პარტიის წევრები არიან. ჩვენ ვატარებთ ესოდენ მნიშვნელოვან ფორუმს საქართველოში და რაც იქნება მომართვა და აუცილებლობა, იმას გავაკეთებთ, მათ შორის, რუსეთის დელეგაციასაც არ შეექმნება საქართველოში პრობლება, ისევე, როგორც რუს ტურისტებს არ შეექმნებათ პრობლემა. ამ საკითხთან დაკავშირებით, საჭიროების შემთხვევაში შეიცვლება კანონი ან მოხდება გარკვეული გამონაკლისის დაშვება", - განაცხადა ვოლსკიმ.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner