logo_geo
eng_logo
თბილისის მოდის კვირეულის ახალი სეზონი იწყება
- +

19 აპრილი. 2017. 12:37



19 აპრილს, 18:30 საათზე, თბილისის მოდის კვირეული საზეიმოდ გაიხსნება. კვირეული ტრადიციას ამკვიდრებს და გახსნის დღეს ქართული კულტურისა და ხელოვნების ლეგენდებს უთმობს. ღვინის ქარხანა N1 ცნობილი ქართველი მსახიობის, სოფიკო ჭიაურელის საღამოს უმასპინძლებს.


თბილისი მოდის კვირეულის მიმდინარე სეზონი, რომელიც 19-23 აპრილს გაიმართება, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და  ქ. თბილისის მერიის მხარდაჭერით ჩატარდება. გენერალური სპონსორია  TBILISI MALL.


20-23 აპრილს, ისტორიის მუზეუმში „ქარვასლა" განთავსებული „მეიდან ჯგუფის" საღონისძიებო სივცრეებში - ჩვენებების დარბაზი, პრესრუმი და სამუშაო შოუ-რუმი მოეწყობა.  კვირეულის ოფიციალურ განრიგში უფრო მეტი ახალგაზრდა და ნიჭიერი დიზაინერის ჩვენებაა დაგეგმილი: მარიამ გვასალია, LTFR, ანი დათუკიშვილი, WOYOYO, ელენე გიორგაძე, ETHERE ACCESOIRES, სალომე ტყაბლაძე, Atelier 27, ლაშა ჯოხაძე, Laboratory The Window, გიორგი ტატანაშვილი და სხვა. კვირეულს კვლავ ესტუმრება ცნობილი უკრაინელი დიზაინერი Lara Quint და ლონდონში დაფუძნებული ბრენდი ZDDZ, რომლის ჩვენებები მსოფლიოს არაერთი კვირეულის განრიგში გვხდება. ჩვენებებს შორის მოეწყობა შამპანიურის LUCIANO დეგუსტაცია. თბილისის მოდის კვირეული ტრადიციას ამკვიდრებს და გახსნის დღეს ქართული კულტურისა და ხელოვნების ლეგენდებს უთმობს. ღვინის ქარხანა N1 ცნობილი ქართველი მსახიობის, სოფიკო ჭიაურელის საღამოს უმასპინძლებს.


თბილისის მოდის კვირეულის ამ სეზონზე დაიწყება პროექტი TALK, რომელსაც კვირეული Marketer.ge-სთან ერთად წარმოადგენს. Impact Hub Tbilisi-ში 20 აპრილს გაიმართება საუბარი თემაზე "Branding and Communication", რომელსაც მარანგონის უნივერსიტეტის წამყვანი სპეციალისტები წარუძღვებიან. ასევე, ბლოგერი როზა სინაისკი, რომელიც Barneys NEW YORK, Vogue Italia, ELLE Russia ჟურნალისტია.


ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელშეწყობით თბილისის მოდის კვირეულს დაესწრებიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოცემების წარმომადგენლები. ქართული მოდა და თბილისური შთაბეჭდილებები მსოფლიოს მრავალ გამოცემაში აისახება: VOGUE ITALIA, W MAGAZINE, DUST MAGAZINE, Harper's Bazaar USA, ELLE.com, Fashion to Max, ELLE Russia, WWD Japan, WWD USA, CHINA MORNING POST, Men's UNO HONG KONG, Marie Claire France and Monaco, Style Sight Worldwide, VOGUE RUSSIA, NOWFASHION, British VOGUE, OFFICIEL Ukraine, ELLE Ukraine და www.le21eme.com. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ასევე გამართავს თბილისის ტურს, რომელზეც სტუმრები გაეცნობიან ქალაქის ღირსშესანიშნაობებს და სხვადასხვა კულტურულ სივრცეებს.


მეწარმეობის განვითარების სააგენტო კვირეულის მყიდველების ჯგუფს უმასპინძლებს (ე.წ. Buyers): Harvey Nichols HONG KONG, RIJOUX STORE Tel-Aviv, Concept Store PORTA 9 Russia, Al Duca D'acosta VENICE, United Legend Strasbourg, Joseph Store London - ისინი გაეცნობიან ქართველი დიზაინერების კოლექციებს და საქართველოში წარმოებულ პროდუქციას. მეწარმეობის განვითარების სააგენტო კვირეულის შოურუმში ასევე რამდენიმე ქართულ კომპანიას წარმოადგენს, რომელიც უკვე სტაბილურად მუშაობს ქართულ ბაზარზე და საზღვრებს გარეთ. აღსანიშნავია, რომ სააგენტოს ხელშეწყობით შედგა დიზაინერ მარიამ გვასალიას და იტალიელ ბაერებს შორის თანამშრომლობა. საქართველოში, ფაბრიკა „ევროტექს"-ში შეკერილი სამოსი, უკვე ვენეციის მაღაზიებში იყიდება.


12 აპრილს, კვირეულის გენერალური სპონსორის TBILISI MALL-ის მთავარ ატრიუმში კვირეულის ოფიციალური შოუ-რუმი გაიხსნება, რომელზეც სეზონური კოლექციები იქნება წარმოდგენილი. გახსნის ღონისძიებაზე კოლექციებს სამოდელო სტუდია და სააგენტო „ჯეომოდელსის" მოდელები წარმოადგენენ. შოუ-რუმი თბილისი მოლის ყველა სტუმრისთვის ხელმისაწვდომი  24 აპრილამდე იქნება.


2017 წელს თბილისის მოდის კვირეულის ოფიციალური პარტნიორია კოსმეტიკური კომპანია MAC, რომლის უცხოელი სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ მომუშავე ვიზაჟისტები მოდელების მაკიაჟს მსოფლიო ბრენდის MAC-ის კოსმეტიკით შექმნიან. რაც შეეხება თმის ვარცხნილობას, ჩვენებების ამ მხარეზე სილამაზის სალონი ART HOUSE იზრუნებს.


თბილისის მოდის კვირეულის გენერალური სპონსორია  - TBILISI MALL

ოფიციალური მასპინძელი - მეიდან ჯგუფი

მხარდამჭერები: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, მეწარმეობის განვითარების სააგენტო, ქ. თბილისის მერია.


ოფიციალური კოსმეტიკური კომპანია - MAC

პარტნიორი: სილამაზის სალონი ART HOUSE

ღონისძიების პარტნიორები: სამოდელო სააგენტო ჯეომოდელსი, Marketer.ge, Kate's Cool Attitude, გაბუნია და პარტნიორები,  Luciano.

საინფორმაციო მხარდაჭერა: „Music Box", რადიო „ფორტუნა", „Georgia Today", „არტარეა TV", „ალმა-ALMA"

გენერალური მედია პარტნიორები: ჟურნალი „ნარგისი საქართველო" და ტელეკომპანია „იმედი".



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner