logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი ჰანს-დიტრიხ გენშერის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს
- +

1 აპრილი. 2016. 18:41



საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სამძიმარი გამოთქვა გერმანელი პოლიტიკოსის ჰანს-დიტრიხ გენშერის გარდაცვალების გამო. მისი თქმით, გენშერი იმ პოლიტიკოსთა რიცხვს მიეკუთვნებოდა, რომელთაც თავისი მოღვაწეობა მსოფლიოში მშვიდობის დამყარებას მიუძღვნეს.



მწუხარებას გამოვთქვამ თანამედროვეობის უდიდესი პოლიტიკოსის ჰანს-დიტრიხ გენშერის გარდაცვალების გამო. იგი იმ პოლიტიკოსთა რიგს მიეკუთვნება, რომლებმაც მსოფლიოში მშვიდობას მიუძღვნეს თავისი მოღვაწეობა
ქართველი ხალხი ყოველთვის მადლიერებით გაიხსენებს იმ თანადგომას, რომელიც ჰანს-დიტრიხ გენშერმა გამოიჩინა საქართველოს მიმართ ჩვენთვის ყველაზე რთულ წლებში. საქართველოს მთავრობის და პირადად ჩემი სახელით, თანაგრძნობას ვუცხადებ გერმანიის მთავრობას და გერმანელ ხალხს, დიდი პოლიტიკური მოღვაწის გარდაცვალების გამო, ვუსამძიმრებ მის ოჯახსა და ახლობლებს", - აღნიშნა პრემიერმა.   


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner