„ისლამურმა სახელმწიფოს" მებრძოლებმა ერაყში ამერიკელი და ავსტრალიელი სამხედრო ინსტრუქტრების წინააღმდეგ, ე.წ. მდოგვის გაზი - იპრიტი გამოიყენეს.
გავრცელებული ცნობით, შემთხვევა კვირას მოხდა. სამედიცინო დახმარება 25 ერაყელს გაეწია. შემთხვევის შედეგად არც ერთი სამხედრო ინსტრუქტორი არ დაშავებულა.
ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
ეს ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ტერორისტების მიერ განხორციელებული მეორე ქიმიური თავდასხმაა. მანამდე „ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა, მოსულის დასავლეთ ნაწილში ქლორიანი ჭურვები გაუშვეს.