logo_geo
eng_logo
ზურა ყიფშიძე: ყველაფერი ჩემს დაუკითხავად მოხდა
- +

19 აპრილი. 2017. 13:34



მსახიობი ზურა ყიფშიძე ჟურნალ „სარკესთან" მის ოჯახთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრობს, რომელიც ბოლო პერიოდში გავრცელდა.


„თავს საშინლად ვგრძნობ. არ მიყვარს საჯაროდ ლაპარაკი, ვის რა უჭირს და ვის რა არ უჭირს. ვიღაცას რაღაც უჭირს და ფარად გამომიყენეს. რატომ მოხდა ასე, ვერ გავიგე და მაგრად მეშლება ნერვები. ჩემს დაუკითხავად მოხდა ყველაფერი. მე არავის ვუწყრები. ყველა იმას აკეთებს, რასაც გრძნობს და ფიქრობს, მაგრამ ჩემი შეფასება სხვაგვარია ხოლმე. არ მესიამოვნა, რომ მე შემეხო ეს ამბავი და ფარად გამომიყენეს. არავისი საქმე არ არის, მე რა მიჭირს და რა ­ არა და ამაზე საჯაროდ საუბარი საჭირო არ არის. ვნახე მინისტრი მიხეილ გიორგაძე, გივი ბერიკაშვილის გასვენებაში ვიყავით. დავილაპარაკეთ და მშვენიერი ურთიერთობა გვაქვს, პრობლემა არ არსებობს. მას კარგად ვიცნობ და ამოვწურეთ ეს თემა. ხელფასები მართლაც დაბალია, მაგრამ ეს მინისტრზე კი არა, საერთო მდგომარეობაზეა დამოკიდებული", - განაცხადა ზურა ყიფშიძემ.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner