logo_geo
eng_logo
„სითი პარკი“ ბრალდებას პასუხობს
- +

1 აპრილი. 2016. 19:08



„სითიპარკი" სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომასალას ეხმაურება, სადაც კომპანიასა და ავტომობილის მფლობელს შორის დაპირისპირებაა ასახული.



კომპანიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:



„მოგახსენებთ, რომ აღნიშნული შემთხვევა შპს „სითი პარკის" სპეციალურ დაცულ სადგომზე მოხდა 2015 წლის აგვისტოს თვეში, რის შესახებაც ვიდეომასალა ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა 2015 წლის 28 აგვისტოს (დასტურად შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემული ბმულების ატვირთვის თარიღები).

 

 

https://www.myvideo.ge/?video_id=2625923;%20https://

 

 

შპს „სითი პარკის" ინსპექტორების მიერ მოხდა რუსული სახელმწიფო ნომრებით პარკირებული სამართალდამღვევი ავტომანქანის ევაკუაცია, რის შემდეგაც, ავტომანქანის გამოსაყვანად მისული პირები გამოირჩენოდნენ აგრესიით და შეურაცხყოფას აყენებდნენ, როგორ „სითი პარკის" თანამშრომლებს, ასევე დაცვის სამსახურის წარმომადგენლებს. უნდა აღინიშნოს, ეს როგორც ვიდეომასალიდანაც დასტურდება, „სითი პარკის" წარმომადგენლები ცდილობდნენ სიტუაციის დამშვიდებას და კონფლიქტის მოგვარებას. აქვე გაცნობებთ, რომ ვიდეომასალაში დაფიქსირებული დაცვის სამსახურის წარმომადგენლები აღარ მუშაობენ „სითი პარკის" სადგომზე.

 

 

საპატრულო პოლიციის ადგილზე გამოცხადებისას მათ მიიღეს გადაწყვეტილება და კონფლიქტში ჩართული ყველა პირი გადაიყვანეს საგამოძიებო სამსახურში, საქმის შემდგომი წარმოებისათვის. თუმცა მათ მიერ წარდგენილ იქნა განცხადებები, რომ ერთმანეთის მიმართ პრეტენზიები არ გააჩნიათ და  სისხლის სამართლის საქმე არ აღიძრა. 

 

 

ასევე აღსანიშნავია, რომ ავტომანქანის მესაკუთრეს პრეტენზია არ ჰქონია ავტომანქანის დაზიანების შესახებ, რაც ასევე დაადასტურა წერილობით", - წერია განცხადებაში.

 



იხილეთ დაპირისპირების კადრები:


http://www.reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=4230


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner