ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ აკაკი დევაძის დახმარების ფონდში გარკვეული თანხა გადარიცხა. კალაძის უწყება ამ ინფორმაციას ადასტურებს, თუმცა თანხის ოდენობას არ აკონკრეტებს.
არსებული ინფორმაციით, თანხა გამოყვეს ძმებმა არველაძეებმაც.
საქართველოს ნაკრების ყოფილი მეკარის, აკაკი დევაძის მკურნალობისთვის საჭირო თანხის დიდი ნაწილი უკვე შეგროვდა და იგი რამდენიმე დღეში სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაემგზავრება. დევაძეს ოპერაციისთვის 105 ათასი დოლარია საჭირო.
აკაკი დევაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა 2015 წელს გაუარესდა.