logo_geo
eng_logo
ვალიდ ალ-მოლემი: ნებისმიერი აგრესორი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში შემოიჭრება, შინ ხის კუბოთი დაბრუნდება
- +

19 თებერვალი. 2016. 11:55


სირიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვალიდ ალ-მოლემის განცხადებით, ნებისმიერი აგრესორი, რომელიც მათ ქვეყანაში შეიჭრება, შინ ხის კუბოთი დაბრუნდება.

მისი განცხადებით, ვერავინ შეძლებს, დაუსჯელად თავს დაესხას სირიას.



ნურავის ჰგონია, რომ შეძლებს, დაუსჯელად თავს დაესხას სირიას და დაარღვიოს მისი სუვერენიტეტი. გარწმუნებთ, ნებისმიერი აგრესორი შინ ხის კუბოთი გაემგზავრება", - განაცხადა ვალიდ ალ-მოლემმა.



რაც შეეხება საუდის არაბეთის ჩრდილოეთის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო „წვრთნებს", euronews.ge-ს სტატიის მიხედვით, მასში 25 ქვეყნიდან 350 000 ჯარისკაცის, 20 000 ტანკის, 2 450 სამხედრო თვითმფრინავისა და 460 ვერტმფრენის მასიური კონცენტრაცია იგეგმება. აღნიშნული „წვრთნები" 13 თებერვალს დაიწყო და 18 დღის განმავლობაში გაგრძელდება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner