„ევროპული საქართველოს" წევრის ოთარ კახიძის სხეულის დაზიანების ფაქტზე შესაძლოა, გამოძიება დაიწყოს. როგორც „კვირას" შსს-ში განუცხადეს, სამართალდამცველები კახიძეს გამოკითხავენ და შემდეგ კანონის შესაბამისად იმოქმედებენ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში, დეპუტატების მოსაცდელში ინციდენტი მოხდა, რის შედეგადაც „ევროპული საქართველოს" წევრი ოთარ კახიძე დაშავდა.
„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა წევრმა, გიორგი კანდელაკმა უმრავლესობის დეპუტატს, ვანო ზარდიაშვილს საფერფლე ესროლა. ზარდიაშვილის მიმართულებით ნასროლი საფერფლე კანდელაკის თანაგუნდელს, ოთარ კახიძეს მოხვდა.