logo_geo
eng_logo
ოთარ კახიძის სხეულის დაზიანების ფაქტზე შესაძლოა, გამოძიება დაიწყოს
- +

19 აპრილი. 2017. 17:59



„ევროპული საქართველოს" წევრის ოთარ კახიძის სხეულის დაზიანების ფაქტზე შესაძლოა, გამოძიება დაიწყოს. როგორც „კვირას" შსს-ში განუცხადეს, სამართალდამცველები კახიძეს გამოკითხავენ და შემდეგ კანონის შესაბამისად იმოქმედებენ.


შეგახსენებთ, რომ პარლამენტში, დეპუტატების მოსაცდელში ინციდენტი მოხდა, რის შედეგადაც „ევროპული საქართველოს" წევრი ოთარ კახიძე დაშავდა.


„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა წევრმა, გიორგი კანდელაკმა უმრავლესობის დეპუტატს, ვანო ზარდიაშვილს საფერფლე ესროლა. ზარდიაშვილის მიმართულებით ნასროლი საფერფლე კანდელაკის თანაგუნდელს, ოთარ კახიძეს მოხვდა.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner