logo_geo
eng_logo
სააპელაციო სასამართლო ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე გამოტანილი განაჩენის გადასინჯვას იწყებს
- +

19 აპრილი. 2017. 18:19



თბილისის სააპელაციო სასამართლო ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე გამოტანილი განაჩენის გადასინჯვას იწყებს. პირველი პროცესი ხვალ, 14:00 საათზე ჩატარდება, სადაც მხარეები შესავალ სიტყვას იტყვიან. შესავალ სიტყვაში პროკურორები იმ გარემოებებსა და ფაქტებზე ისაუბრებენ, რის საფუძველზეც სახელმწიფო ბრალდებამ, ფოტოგრაფების მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა მოითხოვა.


მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა ე.წ. „ფოტორეპორტიორების საქმის" განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება 12 თებერვალს მიიღო. პროკურატურის მიერ ჩატარებული ახალი გამოძიებით დადგინდა, რომ ფოტორეპორტიორები - ზურაბ ქურციკიძე, გიორგი აბდალაძე, ირაკლი და ნათია გედენიძეები ჯაშუშობის ბრალდებით უკანონოდ გასამართლდნენ.


ამასთან, პროკურატურამ ახალი გამოძიების ფარგლებში, ამავე საქმეზე, ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით განხორციელებული სამსახურებრივი მდგომარეობის გადამეტების ფაქტზე შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ქ. თბილისის ტერიტორიული სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილე დავით დევნოზაშვილს და სასჯელაღსრულების დაწესებულების N8 საპყრობილის ყოფილ დირექტორს ალექსანდრე მუხაძეს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner