იურისტი ოთარ ვაშაყმაძე მიიჩნევს, რომ ევროპული ღირებულებები, რომლის პროპაგანდა ამჟამად საქართველოში მიმდინარეობს, ხშირ შემთხვევაში დამახინჯებულია.
როგორც ვაშაყმაძე სოციალურ ქსელში წერს, ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის ერთობა.
„ოჯახი და ქორწინება არის ერთობა ქალსა და მამაკაცს შორის და ვფიქრობ, ეს უნდა ჩაიწეროს საქართველოს კონსტიტუციაში! იმიტომ, რომ ქორწინება კიდევ უფრო გამყარდეს იმ ქვეყანაში, რომელიც მართლაც დგას ამ ტრადიციულ ღირებულებებზე. ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ, სარწმუნოება, უფლის მადლი და ღვთისმშობლის წილხვედრობა, რომლის გარეშეც დღეს საქართველო ნამდვილად არ იარსებებდა და ვიქნებოდით რომელიმე დამპყრობელი ქვეყნის ნაწილი. (სამწუხაროდ დღეს ამას ბევრი ივიწყებს, ან გულგრილად ეკიდება მას... ნამდვილი მართლმადიდებელი კი ამას არასდროს დაივიწყებს!)
გინდ გოიმი მიწოდეთ, ან დამაბრალეთ ის, რომ არ მაქვს წვდომა ევროპულ ხედვასთან, დამაბრალეთ ის, რომ ასეთ ადამინების კანონიერ ერთობას ვებრძვი, და ვარ არაჰუმანური მათ მიმართ, მაგრამ მსგავს მარაზმს მე არასდროს დავუჭერ მხარს. ვთვლი, რომ ევროპაში შესაღწევათ და დასაკმკვიდრებლად არ არის საჭირო ვუღალატოთ ჩვენს ტრადიცეებს, შევილახოთ ღირსება და უარი ვთქვათ სარწმუნოებაზე.
და ბოლოს... არავინ უშლის ადამინებს კანონის ფარგლებში სურვილისამებრ მოქმედებას. მე ვებრძვი ცოდვის დაკანონებას და არა თითოეული ადამიანის ცხოვრების წეს და ხედვას. ადამიანი ინდივიდია, ამიტომ განსხვავებულია მათი ხედვა, მისწრაფება, სურვილი. ეს გასაგებია. თქვენი ნებაა როგორი ცხოვრების წესს აირჩევთ, დაივიწყებთ თუ არა ტრადიციებს, გექნებათ ზოგადი ევროპული, აზიური თუ ამერიკული ხედვა. გიმეორებთ, იცხოვრეთ როგორც გინდათ ოღონდ ნუ მოითხოვთ იმაზე მეტს, ვიდრე სახელმწიფოებრივი ხედვაა და იმას, რაც სახელმწიფოზე და მათ მოქალაქეების ინტერესზე მაღლა დგას და ლახავს ჩვენს, მართლმადიდებელ ქართველთა პირად ინტერესს.
ჩემს ქვეყანაში-საქართველოში! არასდროს დავუშვებ იმას, რომ მოხდეს ცოდვის საჯაროდ დაკანონება და არავის მივცემ უფლებას შემილახოს სარწმუნოება და უპატივცემულოდ მოექცნენ მას!"- წერს ვაშაყმაძე.