ლონდონის ფინსბერი-პარკის რაიონში აფეთქება მოხდა, რის შემდეგაც ხანძარი საცხოვრებელ სახლებზე გავრცელდა. ადგილზე 10 სახანძრო ეკიპაჟი და 65 მეხანძრე მუშაობს. საცხოვრებელი სახლიდან კი, სადაც აფეთქება მოხდა, ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს. შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთ-ერთი პოლიციელია.
აფეთქების გამომწვევი მიზეზი უცნობია. ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.