logo_geo
eng_logo
მარინა თექთუმანიძე: საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის წევრი, ციცო ჯიშკარიანი გარდაიცვალა!
- +

19 აპრილი. 2017. 23:31



მარინა თექთუმანიძე: მსუბუქი იყოს შენთვის ჩემო ციცო მშობლიური მიწა!

საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი მარინა თექთუმანიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:


„გარდაიცვალა ციცო ჯიშკარიანი, საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის წევრი. ჩვენ ერთ შენობაში, გამომცემლობა "სამშობლოში" ვმუშაობდით და ციცოს დანახვა მახარებდა. ყოველთვის მზად იყო, თუ ვინმეს დახმარება, მხარში დგომა სჭირდებოდა...

 

უკვე მერამდენე ადამიანი მიდის 2007 წლის იმ ვანდალური აქტის შემდეგ, გამომცემლობა "სამშობლოდან" რომ გამოგვაძევეს და უმუშევარი, ღია ცის ქვეშ დაგვტოვეს. ვიცი, როგორ ტკიოდა და აწუხებდა "უსამშობლობა"... მსუბუქი იყოს შენთვის ჩემო ციცო მშობლიური მიწა! ნათელი დააგეს შენს სულს! მოგვენატრები!" - წერს მარინა თექთუმანიძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner