logo_geo
eng_logo
თამარ ჩუგოშვილი: სირცხვილია!
- +

20 აპრილი. 2017. 01:13


 

„ძალიან გული მწყდება, რომ საქართველოს პარლამენტში ჯერ კიდევ აქვს ადგილი ასეთ მოვლენებს", - ამ სიტყვებით პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილი „tvპირველის" ეთერში, პარლამენტში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.


„ძალიან გული მწყდება, რომ საქართველოს პარლამენტში ჯერ კიდევ აქვს ადგილი ასეთ მოვლენებს. ოპოზიციის წარმომადგენლებმა ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფ მაიყენესა. შემდეგ გამოვიდა, რომ თანაპარტიელებმა ერთმანეთს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. პარლამენტში ამის ადგილი არ არის. არსად არ არის, მაგრამ განსაკუთრებით საკანონმდებლო ორგანოში. ნამდვილად სირცხვილია. დროა, კულტურას მოუხმონ სხვადასხვა პირებმა, რომლებიც ამ კონფლიქტში ჩართული იყვნენ.

 

პირველი კონფლიქტი პირდაპირ ეთერში იყო. მეორე რამ გამოიწვია არ ვიცი. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი. ჩვენს წარმომადგენელსა და ბატონ კანდელაკს შორის იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა. რატომღაც კანდელაკმა გადაწყვიტა, რომ საფერფლე მოეშველიებინა და მიაყენა საკმაოდ სერიოზული დაზიანება თავისივე თანაპარტიელს", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner