logo_geo
eng_logo
გოგა ჩანადირი: ძალიან უნდა გძულდეს ქართული ენა, რომ მის დანაგვიანებას მშვიდად უყურებდე!
- +

20 აპრილი. 2017. 01:36



ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

 

დიდ მადლობას ვუხდი ლექსიკოგრაფიულ ცენტრსა და გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის" რედაქციას უნივერსიტეტში დღეს გამართული ღონისძიებისთვის - "არა ბარბარიზმებს".

 

ეს იყო უაღრესად კარგი ღონისძიება. წამოწყება ხომ მთლად გადასარევი. განსაკუთრებული მადლობა თინათინ მარგალიტაძეს, რომ ამ მოძრაობას საფუძველი ჩაუყარა და მხარდამჭერებს, მათ შორის გიორგი კეკელიძეს, ვინც ღონისძიება წაიყვანა. დღეს დამსწრეთა მაისურებზე დაწერილ ბევრ ბარბარიზმს ნახავდით. ძალიან უნდა გძულდეს ქართული ენა, რომ მის დანაგვიანებას მშვიდად უყურებდე და არაფერს აკეთებდე", - წერს ჩანადირი.


 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner